ანტონიუ გუტერეში – მხარეები როდესაც მოლაპარაკებების გზას სამხედრო გადაწყვეტილებებს ამჯობინებენ, ყველაზე მძიმე ფასს მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის, ახლო აღმოსავლეთი დაპირისპირების უფრო დიდ მორევში შედის
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, საერთაშორისო სამართლისადმი საგანგაშო უგულებელყოფა ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გაღრმავებას იწვევს.
„მხარეები სამხედრო გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას როდესაც ამჯობინებენ, ყველაზე მძიმე ფასს მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. ამას ნათლად ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. სიტუაცია უკონტროლო ხდება. ის დაუჯერებელი კატასტროფის ზღვარზეა. რეგიონი დაპირისპირების სულ უფრო დიდ მორევში შედის. ერთი კრიზისი მეორეს ასაზრდოებს, ერთი ესკალაცია კი მომდევნოს იწვევს“.
გუტერეშმა ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში ნავიგაციის უფლებების სრულად აღდგენა მოითხოვა და აღნიშნა, რომ დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა.