ანტონიუ გუტერეში - „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება
„კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს.
„კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ის ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.