ანტონიუ გუტერეში - ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები
ანტონიუ გუტერეში - ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები

ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმაანაცხადა. 

„ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო კანონით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ძალის პროპორციული გამოყენების შესახებ და სამხედრო ოპერაციისას დაიცვას სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დასაცავად“, – აღნიშნავს გუტერეში.

მისივე თქმით, გმობს ღაზადან ისრაელში რაკეტების გაშვებას, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო კანონს და საფრთხეს უქმნის როგორც პალესტინურ, ისე ისრაელის სამოქალაქო პირებს.

გაერო-ს გენერალური მდივანი გმობს სამოქალაქო პირების დაღუპვას და ამბობს, რომ „ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.

გაერო ადასტურებს 15 პალესტინელის დაღუპვას, მათ შორის ათი მშვიდობიანი მოქალაქის, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.