ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, გამოწვევებთან გასამკლავებლად არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის, ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი
ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, გამოწვევებთან გასამკლავებლად არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის, ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი

გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს, გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი.

„არსებობს მტკიცე მითი, რომ მშვიდობა გულუბრყვილობაა, სამართლიანობა სენტიმენტალურია და ერთადერთი რეალური პოლიტიკა, ძალაუფლებისა და პირადი ინტერესების პოლიტიკაა. მათ იხილეს ომი და იცოდნენ, რომ მშვიდობა არის ყველაზე გაბედული, ყველაზე პრაქტიკული და აუცილებელი მისწრაფება. გაერო-ს შენობაში მათ შექმნეს რაღაც ექსტრაორდინარული. ადგილი, სადაც ყველა ერს – დიდს თუ პატარას შეუძლია, მოაგვაროს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მარტოს არ შეუძლია. დღესაც გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს. ახლა ვიდრე აქ ვხვდებით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავდასხმების სამიზნე ხდება და საერთაშორისო სამართალი გათელილია ღაზაში, უკრაინაში, სუდანსა და მათ მიღმა. ვიდრე აქ ვსაუბრობთ, სიღატაკე და შიმშილი იზრდება, მდგრადი განვითარების პროგრესი კი ჩერდება, პლანეტა ნადგურდება ხანძრებით, წყალდიდობებით და რეკორდული სიცხეებით, რომელიც მძვინვარებს კლიმატურ ქაოსში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ მრავალპოლარული მსოფლიოსკენ, მაგრამ მტკიცე, მრავალმხრივი ინსტიტუტების გარეშე. მრავალპოლარულობა რისკის ქვეშაა, როგორც ეს ევროპამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისწავლა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის. ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი. მომდევნო 80 წლისთვის გამოცდები იქნება როგორც ნაცნობი, ასევე ახლებიც. ბრძოლა გაგრძელდება ომებისა და სიღატაკის წინააღმდეგ. ასევე კლიმატური ქაოსი, უმართავი ტექნოლოგიები, კოსმოსის მილიტარიზაცია და კრიზისები, რომლებიც ჯერ ვერც წარმოგვიდგენია. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უნდა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენმა დამაარსებლებმა იცოდნენ: ერთადერთი გზა წინ – ერთად ყოფნაა“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.