ანტონიუ გუტერეში - დეზინფორმაციის ტალღა საზოგადოებების პარალიზებას იწვევს, ადამიანების უფლებები საფრთხეშია, ხოლო მეცნიერებას თავს ესხმიან
ანტონიუ გუტერეში - დეზინფორმაციის ტალღა საზოგადოებების პარალიზებას იწვევს, ადამიანების უფლებები საფრთხეშია, ხოლო მეცნიერებას თავს ესხმიან

დეზინფორმაციის ტალღა ადამიანების პოლარიზაციას უწყობს ხელს, საზოგადოებების პარალიზებას იწვევს. ადამიანების უფლებები საფრთხეშია, ხოლო მეცნიერებას თავს ესხმიან, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს 76-ე ასამბლეის სესიაზე გენერალური დებატების გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო უდიდესი კრიზისის წინაშე დგას.

„ამ ტრიბუნიდან მინდა, განგაშის ზარი დავრეკო, მსოფლიომ უნდა გამოიღვიძოს. ჩვენ უფსკრულის პირას ვართ და არასწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. ჩვენი მსოფლიო არასდროს დამდგარა ამდენი საფრთხის წინაშე და არასდროს ყოფილა ასეთი დაყოფილი. ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი კრიზისების წინაშე ვდგავართ. „კოვიდ-19“-ის პანდემია, რომელიც აჩენს უთანასწორობას, კლიმატის კრიზისს, არეულობას ავღანეთში, ეთიოპიაში, იემენში არღვევს მშვიდობას. უნდობლობისა და დეზინფორმაციის ტალღა ადამიანების პოლარიზაციას უწყობს ხელს და საზოგადოებების პარალიზებას იწვევს. ადამიანების უფლებები საფრთხეშია, ხოლო მეცნიერებას თავს ესხმიან. ეკონომიკური წინსვლას ყველაზე დაუცველი ადამიანები ძალიან გვიან და ძალიან მცირე დოზით გრძნობენ. სოლიდარობის დანაკლისს განვიცდით იმ დროს და ადგილზე, სადაც და როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება“, – განაცხადა გუტერეშმა.