ანტონიუ გუტერეში - არსებობს მკაფიო საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა რაფაჰზე გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას
ანტონიუ გუტერეში - არსებობს მკაფიო საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა რაფაჰზე გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, არსებობს მკაფიო საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰზე გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას. განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რაფაჰის საზღვართან გააკეთა.

გუტერეშმა დასძინა, რომ დახმარების ეფექტიანი განაწილება ვერ მოხდება ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის გარეშე.

„დროა, დავრწმუნდეთ იმაში, რასაც თავიდანვე ვამბობდით, რომ ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა იქნება. ამავდროულად, დროა, გათავისუფლდნენ მძევლები, დროა, გავუჩინოთ იმედი პალესტინელ ხალხს, რომ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო“, – აღნიშნა გუტერეშმა.