ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში უარესდება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას, დიალოგის დროა
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ამასთან, ანტონიუ გუტერეში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება. ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არღვევს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სურსათის ბაზრებს და ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას. ახლა დიალოგის დროა გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც კრიზისული სიტუაციიდან გამოგვიყვანს და ზომებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობისკენ გზის გახსნა“, – აცხადებს გუტერეში.
The consequences of the Middle East crisis grow dramatically worse with each passing hour.
The curtailment of navigational rights & freedoms in the area of the Strait of Hormuz disrupts energy, transport, manufacturing & food markets & strangles the global economy
Now is the… pic.twitter.com/10uJFNNyFG
— António Guterres (@antonioguterres) May 1, 2026