ანტონის სამარასი ალექსის ციპრასს და კიდევ ექვს ადამიანს სასამართლოში უჩივის
ანტონის სამარასი ალექსის ციპრასს და კიდევ ექვს ადამიანს სასამართლოში უჩივის

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი მოქმედ პრემიერს ალექსის ციპრასს და კიდევ ექვს ადამიანს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სამ პროკურორს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

სამარასი მოქმედ მაღალჩინოსნებს ცილისწამებაში, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ექსპრემიერმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის „ნოვარტისის“ საქმის გამოძიება დაიწყო.

საქმეში საბერძნეთის ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, მათშორის ანტონის სამარასი და ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, რომელიც 2006-2009 წლებში საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურის მტკიცებით, ფარმაცევტული კომპანია მის მედიკამენტებზე მაღალი ფასების დადგენის სანაცვლოდ, ბერძენ მაღალჩინოსნებსა და ექიმებს ქრთამს უხდიდა.

ავრამოპულოსი და სამარასი ბრალდებებს უარყოფენ და მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებენ.