ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერის ანტირეკორდი - „ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო #1TVSPORT
ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერის ანტირეკორდი - „ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ინტერს“ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერთა მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრა „ნაპოლისთვის“ ზედიზედ მეხუთე იყო სერია A-ში, რომლის მოგებაც ვერ მოახერხა. კონტეს გაწვრთნილები ერთხელ დამარცხდნენ, ხოლო ოთხი მატჩი ფრედ დაასრულეს.

იტალიელი სპეიცალისტის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისმა გუნდმა მიჯრით ხუთ თამაშში ვერ მოახერხა გამარჯვება.

27 ტურის შემდეგ სერია A-ს ლიდერი 58 ქულით მილანის „ინტერია“, ხოლო „ნაპოლის“ 57 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ამ გუნდებს მიუახლოვდა ჯანპიერო გასპერინის გაწვრთნილი „ატალანტა“, ბერგამოელებს 55 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ.