მილანის „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ „სერია ა“-ში გუნდების ჩემპიონობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ინტერი“ მიმდინარე სეზონის ფავორიტია. ეს გუნდი „იუვენტუსს“ მახსენებს, როცა კონტე ახალი მოსული იყო. იმ დროს მე „მილანში“ ვიყავი და ჩვენ სკუდეტო დავთმეთ.
თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენიმე ქულას დაკარგავს, „ინტერი“ კი ზეწოლას გააგრძელებს, კონტე ტიტულის მოპოვებას შეძლებს.
რა თქმა უნდა, „იუვენტუსი“ ჩემპიონობისთვის შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩანს, რომ მათი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“ – ციტირებს ანტონიო კასანოს Football Italia.