ანტონიო გუტიერეში - კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა ზარალმა 2017 წელს 320 მილიარდი დოლარი შეადგინა
ანტონიო გუტიერეში - კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა ზარალმა 2017 წელს 320 მილიარდი დოლარი შეადგინა

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა ზარალმა 2017 წელს 320 მილიარდი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2017 წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა 1,4%ით გაიზარდა, დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგა კარიბის ზღვის ქვეყნებს გასულ წელს მომხდარი ქარიშხლების შედეგად. გუტიერეშის თქმით, 41 მილიონი ადამიანი დაზარალდა სამხრეთ აზიაში წყალდიდობის შედეგად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა პრობლემის გადაჭრის გზებზეც. მისი თქმით, 2020 წლამდე ატმოსფეროში მავნე ნივთიერების გამოყოფა სულ მცირე 25%-ით უნდა შემცირდეს.