ანტონიო გუტიერეში გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ
ანტონიო გუტიერეში გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

„ირანის ბირთვული შეთანხმება ბირთვული გაუვრცელებლობის კუთხით მნიშვნელოვანი მიღწევაა, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ი ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.

„შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები რაც კი აქამდე ჰქონია“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად გაუქმებას ისახავს მიზნად.

2015 წელს დადებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად მოიხსენიებს. ტრამპის პოზიციის მიუხედავად, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმებაში რჩებიან