ანტონიუ გუტერეში - კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა
ანტონიუ გუტერეში - კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დამსწრეებს მიმართა.

როგორც ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა. მისივე თქმით, ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებს სჭირდება მეტი რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ჩვენი პლანეტა ჩვენ თვალწინ იცვლება – ოკეანის სიღრმეებიდან მთის მწვერვალებამდე. მყინვარების დნობიდან დაწყებული ექსტრემალურ ამინდებამდე დამთავრებული. ოკეანეები უფრო ცხელია, ვიდრე ოდესმე. ამაზონის ტროპიკული ტყის ნაწილი ახლა მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა, მაგრამ ამ თანხის მიღმა, განვითარებად ქვეყნებს სჭირდება მეტი რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, გამძლეობის ჩამოსაყალიბებლად და მდგრადი განვითარების გასატარებლად“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.