ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „ტვიტერით“ განაცხადა.
„გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“, – დაწერა გუტერეშმა „ტვიტერზე“.
In a joint @UN–@ICRC operation, 2 safe passage convoys successfully evacuated nearly 500 people from the Azovstal plant, Mariupol & surrounding areas.
I hope that continued coordination with Moscow & Kyiv will lead to more humanitarian pauses to allow civilians safe passage.
— António Guterres (@antonioguterres) May 5, 2022