ანტონიო გუტერეში - ვწუხვარ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები
ანტონიო გუტერეში - ვწუხვარ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. ამის შესახებ გუტერეშმა ნეპალში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები“, – ამბობს გუტერეში.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის სრულად გმობს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს.