ანტონიო გუტერეში - „კოვიდ-19“-ის პანდემია მსოფლიოსთვის გამომაფხიზლებელი ზარია
ანტონიო გუტერეში - „კოვიდ-19“-ის პანდემია მსოფლიოსთვის გამომაფხიზლებელი ზარია

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია მსოფლიოსთვის გამომაფხიზლებელი ზარია. ამის შესახებ გუტერეშმა შიდსის საერთაშორისო საზოგადოების მიერ „კოვიდ-19“-ის შესახებ გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად აუცილებელია ადამიანთა უფლებების პრინციპების დაცვა.

„გენდერული უთანასწორობა, გენდერული ნიშნით ძალადობა, მოწყვლადი ჯგუფების კრიმინალიზაცია და მარგინალიზაცია შიდსის გავრცელებას ხელს უწყობს. ეს გვასწავლის, რომ პანდემიაზე წარმატებული რეაგირება, ადამიანთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პატივისცემას მოითხოვს, ასევე პასუხისმგებლობას, რომ უკან არავინ ჩამოვიტოვოთ“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.