ანტონიუ გუტერეში ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ანტონიუ გუტერეში ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერი აცხადებს, გენერალური მდივანი „ძალიან შეშფოთებულია ინდოეთის სამხედრო ოპერაციებით“.

„იგი მოუწოდებს ორივე ქვეყანას მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ. მსოფლიოს არ შეუძლია, დაუშვას ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.

ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამასთან, როგორც ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ-ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.