ანტონიო გუტერეში – გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს
ბეირუთში აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა.
„ბეირუთში საშინელი აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახების, ლიბანის ხალხის და მთავრობას მიმართ ჩემს ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ყველა დაშავებულს, მათ შორის გაერო-ს პერსონალს, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს“,- წერს გუტერეში „ტვიტერის“ გვერდზე.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებისას ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ.
ლიბანში გაერო-სა და ნატო-ს საერთო სამშვიდობო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქებისას დაზიანდა გაერო-ს სამშვიდობო მისიის გემი და მისი ეკიპაჟი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
My deepest condolences to families of victims of the horrific explosions in Beirut, and to the people & Government of Lebanon.
I wish all injured, including United Nations personnel, a speedy recovery.
The @UN remains committed to supporting Lebanon at this difficult time.— António Guterres (@antonioguterres) August 5, 2020