ანტონიო გუტერეში - დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა
ანტონიო გუტერეში - დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა

დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუტერეშმა თქვა, რომ ღაზაში ისრაელის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გაგრძელება შოკისმომგვრელია.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ასევე მიუღებელია „ჰამასის“ და სხვა ჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა.