ანტონიო ენრიკო ბარტოლი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას და ველოდებით მის შედეგებს
ანტონიო ენრიკო ბარტოლი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას და ველოდებით მის შედეგებს

20 ივნისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ველოდებით გამოძიების შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ევროპელმა ელჩებმა, რამდენჯერმე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მოვუწოდებთ როგორც აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების, ძალადობისკენ წაქეზების, ასევე ძალის შესაძლო გადამეტების გამჭვირვალე, დეტალური და სწრაფი გამოძიებისკენ, რათა დადგინდეს, იყო თუ კონკრეტული პირების მხრიდან დანაშაული, რათა მათ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ვხედავთ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.