ანტონი კიმი - საქართველო რეფორმების ვარსკვლავია
ანტონი კიმი - საქართველო რეფორმების ვარსკვლავია

ფიტჩის“ (Fitch) რეიტინგის ზრდა საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების აღიარებაა, – ამის შესახებ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიმართულებით „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (The Heritage Foundation) მკვლევარმა ანტონი კიმიმ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან მოცემული რეიტინგი სიგნალია საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მოწინავეა.

„აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ დაინახა ის პროგრესი, რაც საქართველოშია ეკონომიკის მოდერნიზაციისა და რეფორმირების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს გახლავთ საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების აღიარება. ეს რეიტინგი იმის მაჩვენებელია, რას წარმოადგენს საქართველო სინამდვილეში. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან მოცემული რეიტინგი სიგნალია საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მოწინავეა, ღიაა ბიზნესისთვის“, – განმარტავს ანტონი კიმი.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა პროგრესს განიცდის და 2019 წელი საქართველოსთვის იქნება დიდი წარმატებების წელი.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების ვარსკვლავია და არა მხოლოდ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევებში, არამედ სხვა საერთაშორისო კვლევებითაც.

„საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს, უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ უფრო დიდ ინტერესს ინვესტორების მხრიდან. ეს მართლაც კარგი ამბავია, მაგრამ ცნობილია, რომ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას დრო სჭირდება და ინვესტიციების განხორციელება არ არის ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ამბავი მნიშვნელოვანია საქართველოს სანდოობისა და საინვესტიციო კლიმატის წარმოსაჩენად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების წარმოჩენის ერთი ასპექტი, როგორც ჩვენს ბოლო კვლევაში აღვნიშნეთ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ, ამ კვლევებითაც საქართველო რეფორმების ვარსკვლავია და არა მხოლოდ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევებში, არამედ სხვა საერთაშორისო კვლევებითაც. მაგალითად ბიზნესის კეთების ინდექსით საქართველო ძალიან პროგრესირებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და პროგრესს განიცდის. 2019 წელი საქართველოსთვის იქნება დიდი წარმატებების წელი“, – განაცხადა ანტონი კიმმა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.