ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს

სხვილოს ციხისკენ საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად საზოგადოების და ხელისუფლების გააქტიურებაა საჭირო.

„ჩვენ მოვითხოვთ საზოგადოების გააქტიურებას, რათა შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ვაიძულოთ, აქტიურად იბრძოლოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურ აქციას გავმართავთ და საზოგადოებას, ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოვუწოდებთ. გვაქვს პოზიტიური გამოცდილება ვაჟა გაფრინდაშვილის დახსნასთან დაკავშირებით. მიმართვას ზაზა გახელაძის გატაცების ადგილიდან გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

აქციას ასევე შეურთდნენ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.