ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ „ლელოს“ მიერ ინიცირებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ „ლელოს“ მიერ ინიცირებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება

ფრაქცია „ლელოს“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ცვლილებები ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის მომზადებული, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა. ამჟამად პროექტის ინიციატორი „ლელო“ იქნება.

ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება – საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.