ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.

მსგავსი აკრძალვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა. კორექტირებული ვარიანტში კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან განომდინარე, ეს ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.

კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, რამდენიმე მუხლი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ან სხვა კამპანიებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვას უკავშირდებოდა, რაშიც ვენეციის კომისიამ უფლებების შელახვის შესაძლო რისკები დაინახა, თუ ოლიგარქებს ეს უფლება აეკრძალებოდათ, ეს უფლების გაუმართებლად შეზღუდვა იქნებოდა.

„შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.