ანტალიაში ქალ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონატის დასრულდა. 11 ტურის შემდეგ 8 ქულა ხუთმა მონაწილემ მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა – 1. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 2477), 2. მარი სება (საფრანგეთი, 2461), 3. ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია, 2456).
სებამ ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერთან ნანა ძაგნიძესთან (2513) ქულა გაიყო.
ქართველი მოჭადრაკე მეორე ნომრად იყო განთესილი. მან საბოლოოდ 7.5 ქულით მეექვსე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით კი მეათე იყო.
ევროპირველობაზე მოთამაშე ქართველი მოჭადრაკეების შედეგები –
27. ბელა ხოტენაშვილი (2479) – 6.5
48. ნინო ბაციაშვილი (2453) – 6.0
54. მირანდა მიქაძე (2266) – 6.0
56. სალომე მელია (2393) – 6.0
70. სოფიკო ხუხაშვილი (2342) – 5.5
72. მერი არაბიძე (2399) – 5.5
100. ეკატერინე ფიფია (1936) – 4.5
ტურნირის 14 საუკეთესო მოჭადრაკეს მსოფლიოს თასის საგზური გადაეცათ და მათ შორის არის საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე.