ანტალიაში დღეს დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება
ანტალიაში დღეს დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ანტალიაში მოლაპარაკებას გამართავენ. დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი უკვე ანტალიაში იმყოფებიან.

მოლაპარაკება დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში იგეგმება. შეხვედრის ინიციატორი თურქეთია. სწორედ ამიტომ, შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა პირველი კომუნიკაცია იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ მედიასთან განცხადებას ორივე მხარე გააკეთებს.

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი ოფიციალურად 11 მარტს დაიწყება. განხილული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის საკითხი და იქ არსებული მძიმე ვითარება. მაღალი რანგის სტუმრებს შორის ნატო-ს გენერალურ მდივანსაც ელოდებიან.