ანტალიას ქარბორბალამ გადაუარა
ანტალიას ქარბორბალამ გადაუარა

ანტალიას ქარბორბალამ გადაუარა, რის შედეგადაც, 25 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის უცხოელი ტურისტები არ არიან.

დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქარბორბალამ ანტალიის რაიონის მცხოვრებლების სახლები და სათბურები დააზიანა. სტიქიის მიერ მიყენებული ზუსტი ზარალის შესახებ ცნობებს ჯერ არ ავრცელებს.