ანსუ ფატიმ, შესაძლოა, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს
ანსუ ფატიმ, შესაძლოა, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს

„ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი აგრძელებს აღდგენას სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომელიც მან ნოემბერში მიიღო.

კატალონური კლუბი გამოვიდა განცხადებით, რომელშიც წერია, რომ ფეხბურთელის აღდგენის პროცესი დამაიმედებელია და ის წინასწარ დადგენილ გრაფიკს უსწრებს.

18 წლის ფეხბურთელის მიზანია თებერვლის შუაში მწყობრში ჩადგომა, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა 8 ნოემბერს მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ მისი რეაბილიტაცია დაახლოებით ოთხ თვეს დაიკავებდა.