ანსუ ფატიმ ოპერაციაზე უარი თქვა და ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ანსუ ფატიმ ოპერაციაზე უარი თქვა და ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა ანსუ ფატიმ უარი თქვა ოპერაციაზე, რომლის გაკეთებაც მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანების სამკურნალოდ ურჩიეს. ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის თასის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ მატჩსას მიიღო. როგორც „ბარსელონას“ პრესსამსახური წერს, ფატიმ ქირურგიულ ჩარევას კონსერვატული მკურნალობა ამჯობინა.

ოპერაციის შემთხვევაში, 19 წლის ფორვარდს სამი-ოთხი თვე გაუცდებოდა, ახლა კი ორ თვეს გამოტოვებს, რადგან „ბარსელონას“ არ სურს ფეხბურთელის აღდგენის ფორსირება.

ფატი მკურნალობის კურსს მადრიდში გაივლის ფიზიოთერაპევტის ზედამხედველობის ქვეშ. ამ სეზონში ფორვარდმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.