ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა
ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ნორვეგიისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

როგორც გაზეთი „ასი“ (As) ამტკიცებს, ფატი შეიყვანეს იმ 40 ფეხბურთელს შორის, რომელთაგანაც დაკომპლექტდება განაცხადი მომავალი მატჩებისთვის. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტ მორენო აპირებს დაესწროს ჩემპიონთა ლიგის მატჩს „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის და დააკვირდეს ფატის თამაშს, თუ, რა თქმა უნდა, 16 წლის ფეხბურთელს მოედანზე შეიყვანენ.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას პარასკევს გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფატიმ მიიღო ესპანური პასპორტი. ის უკვე ირიცხება ესპანეთის იუნიორთა ნაკრებში, რომელსაც ბრაზილიაში ელოდება 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი.