ანსამბლმა „ივერიამ“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინა
ანსამბლმა „ივერიამ“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინა

ანსამბლმა „ივერიამ“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე საესტრადო მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინა. მონაწილეებმა მიუზიკლი ღია ცის ქვეშ პირველად წარმოადგინეს.

ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლი, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი გია ბაღაშვილია, „ივერიამ“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი საახალწლო და საშობაო კონცერტების ფარგლებში წარმოადგინა.

ცნობილი მიუზიკლი სხვადასხვა დროს მხოლოდ საქართველოში თითქმის 800-ჯერ არის წარმოდგენილი.

დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან სხვადასხვა მუსიკოსის მონაწილეობით კონცერტები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ხვალ არის დათო ევგენიძის კონცერტი 21:00 საათზე, მომდევნო დღეებში „ლაუდ სფიქერსის“, ჯგუფ „არას“, „რეზო და ბავშვების“ კონცერტები. ნინო ქათამაძის კონცერტით ვასრულებთ 13 იანვარს. ასე რომ, ყველას ველოდებით, შემოგვიერთდით საახალწლო სოფელში“, – განაცხადა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, სოფო ხუნწარიამ.