ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის
ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ–ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

ამის შესახებ ფაჩულია თავის ფეისბუქის გვერდზე წერს:

“20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას”.

 

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” 2016 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად პირველივე სეზონში მოიპოვა NBA-ის ჩემპიონის ტიტული.

 

დატოვე კომენტარი