ანსამბლი „ორერა“ სიმღერით „გოგოვ, გოგოვ, შავთვალა“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

ანსამბლი „ორერა“ ასრულებს სიმღერას „გოგოვ, გოგოვ, შავთვალა“. ფრაგმენტი აღებულია 1970-იანი წლების არქივიდან.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი

დატოვე კომენტარი