ანსამბლი „მართვე“ აშშ-ში კონცერტებს მართავს
ანსამბლი „მართვე“ აშშ-ში კონცერტებს მართავს

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონცერტებს მართავს.

„მართვემ“ უკვე წარმატებით გამართა დაგეგმილი კონცერტები, რომელიც Montana International Choral Festival-ის ფარგლებში იმართება.

სოლო კონცერტები მონტანას შტატში, ქალაქ მიზულაში ხვალ, 20 ივლისს დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას ანსამბლ „მართვეს“ პრესსამსახური ავრცელებს.