ანსამბლი „ბასიანი“ 13-21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13-21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს.
ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისს „ბასიანი“ ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, DISCANTO- ს გახსნის, კონცერტი ქალაქ ტრენტოში, მე-12 საუკუნუნის მონასტერში, Badia di San Lorenzo-ში გაიმართება.
14 ივნისს ქალაქ პრატოში, Duomo Di prato, di Santo Stefano-ს ტაძარში კი „ბასიანისა“ და ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
უწყების ცნობით, იტალიური ტურნე უმბრიის ისტორიულ დედაქალაქ პერუჯაში 18 ივნისის კონცერტით გაგრძელდება. კონცერტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში – „out- of- season“, Amici della Musica di Peruga, basilica di S. Pietro-ს ტაძარში გაიმართება.
ბასიანი 20 ივნისს, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე, Internationale di Musica Portogruaro-ზე წარდგება, კონცერტს ზღვისპირა ქალაქ კაორლეს მე-11 საუკუნის duomo di santo Stefano-ს ისტორიული ტაძარი უმასპინძლებს.
„ბასიანის“ იტალიური ტურნე 21 ივნისს გორიცას პროვინციაში დასრულდება. ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს Piccolo Opera festival-ში, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. კონცერტი presso il Duomo di Cormons-ს საკათედრო ტაძარში გაიმართება.
კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.