ანრის ფელაინის შეძენა სურს
ანრის ფელაინის შეძენა სურს

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, მარუან ფელაინმა თავი მშვიდად არ უნდა იგრძნოს.

„მანჩესტერის“ ახალი მენეჯერი, ოლე გუნარ სოლსკიაერი აქცენტს სწრაფ შემტევ ნახევარმცველებზე აკეთებს, რაც მარუანის სტილი ნამდვილად არ არის.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ მდგომარეობაშია. სპორტული ტაბლოიდები კი ფელაინის შესაძლო წასვლაზეც ალაპარაკდნენ.

ტანმაღალი ნახევარმცველის ხილვა, საკუთარ გუნდში, ფრანგული „მონაკოს“ დამრიგებელს ტიერი ანრის სურს.

წყარო იუწყება, რომ ანრი პირადად დაუკავშირდა ფელაინის და აღნიშნულის შესახებ ესაუბრა. ფრანგს მარუანის ხილვა საფრანგეთში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აქვს დაგეგმილი.