ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის - არა
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის - არა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის – არა.
როგორც მან გიორგი რურუასთან დაკავშირებით განაცხადა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„შეწყალების საკითხი საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ამიტომ დამატებით შეფასებაში ვერ შევალ. მან უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ასე რომ, დამატებით სპეკულაციებს წერტილი უნდა დავუსვათ. პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის, როდის და რა შემთხვევაში შეიწყალებს. მე ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე, რასთან დაკავშირებითაც მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი.

პარტია, ხელისუფლება, მთავრობა არის ცალკე, ხოლო პრეზიდენტი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. არ გვაქვს არანაირი უფლებამოსილება, რომ რაიმე ფორმით ჩავერიოთ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და ვურჩიოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს არის მისი ექსკლუზიური უფლება, პრეზიდენტი თვითონ წყვეტს, ვის იწყალებს და ვის – არა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის პატიმარ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.