ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ, როგორმე გააღვივონ განცდა, თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ, როგორმე გააღვივონ განცდა, თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები ეწევიან მიზანმიმართულ პროპაგანდას, როგორმე საზოგადოებაში გააღვივონ განცდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ჯგუფები საკუთარი განცხადებებით პირდაპირ პროპაგანდას უწევენ, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იყოს ჩათრეული.

„ასეთი ტიპის პარტიასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა მათივე განცხადებისა და მოქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხულია. ალოგიკურია, ადამიანი მტერს და მოღალატეს გიწოდებდეს და მასთან რაიმე ტიპის თანაშრომლობა შეძლო, მაშინ, როდესაც სწორედ მათი ყოველი განცხადება არის მოღალატეობრივი და ქვეყნის საწინააღმდგო. მიზანმიმართული ტირაჟირება დაიწყო ანტისახელმწიფოებრივ საკითხზე – ნეიტრალიტეტზე, რომ რას აკეთებს საქართველო? ეს დაიწყო რადიკალური ჯგუფის ბელადის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აიტაცეს კონკრეტულმა პირებმა და პარტიულმა მედიასაშუალებებმა. ახლა არიან რეჟიმში, თურმე რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიწყო ეს მტრული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. როდესაც ასეთ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რა ტიპის კონტრუქციულ თანამშრომლობაზე შეიძლება, ვისაუბროთ?“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.