ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან, ბინძური საარჩევნო კამპანია აწარმოონ
ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან, ბინძური საარჩევნო კამპანია აწარმოონ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და მაღალი დემოკრატიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაცია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და მაღალი დემოკრატიის პირობებში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ეუთო/ოდირი, მათ წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ მივაწვდით ყველა ინფორმაციას, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, რომელიც მათი ინტერესის საგანია და რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზებთ მათ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი საქართველოში. სწორედ ჩვენი გუნდისთვისაა პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაღალი რეიტინგის პირობებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან, ძალიან ბინძური კამპანია აწარმოონ. ჩვენ ამისთვის გვჭირდება საკუთარი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა, რათა ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. ჩვენმა პარტნიორებმაც, საერთაშორისო ორგანიზაციამაც და რაც მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, როგორი იქნება განსხვავება „ქართული ოცნების“ კამპანიასა და დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფების წარმართულ კამპანიას შორის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი