ანრი ოხანაშვილი - წარმოჩენა, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებს, ჯგუფებს არ აქვთ სურვილი, საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, ჩვენ შემოსადავებელ სივრცესაც არ ვტოვებთ
ანრი ოხანაშვილი - წარმოჩენა, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებს, ჯგუფებს არ აქვთ სურვილი, საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, ჩვენ შემოსადავებელ სივრცესაც არ ვტოვებთ

წარმოჩენა, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს არ აქვთ სურვილი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ განცხადებებსა და დამოკიდებულებას მომავალი თაობები შეაფასებს.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მმართველი გუნდი ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცესაც კი არ ტოვებს.

„გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია ის განცხადებები, რასაც უცხო ქვეყნის სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან და შიდა პოლიტიკური ჯგუფებისგან ვისმენთ. ერთგვარი ულტიმატუმი და მუქარაა, რომ შესაძლებელია, კონკრეტული ქვეყანა კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ჩვენ ევროპული სტრუქტურების მხრიდან შემოსადავებელ სივრცეს არ ვტოვებთ. მათი შეფასებითა და ინდიკატორებით საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ მაშინ ეკუთვნოდა, ვიდრე სამუშაო ჯგუფებში მუშაობას დავიწყებდით. იმის წარმოჩენა, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მიანიშნებს, რომ კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს არ აქვთ სურვილი, საქართველოს სტატუსი ჰქონდეს. ასეთ განცხადებებსა და დამოკიდებულებას მომავალი თაობები შეაფასებს. იმედია, ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება დასტაბილურდება, რის შემდეგაც შეფასებების მეტი სივრცე გაჩნდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.