ანრი ოხანაშვილი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში არის საქართველოს ხელისუფლების რეფორმების აღიარება
ანრი ოხანაშვილი - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში არის საქართველოს ხელისუფლების რეფორმების აღიარება

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთხელ აღიარება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტის ანგარიშის კომენტიებისას განაცხადა.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება. წამების ფაქტებზე საჩივრები ჩვენ არ გვიფიქსირდება. არის გამოწვევები, ამ გამოწვევებს თვალს ვუსწორებთ და ვმუშაობთ, თუმცა ეს ანგარიში არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთხელ აღიარება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა თუ ძალოვანი დაწესებულებების უწყებებში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. არის კიდევ სხვა საკითხები, რაზეც ვფიქრობთ, რომ რეფორმას საჭიროებს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში ვიზიტს.

საქართველოს შინგანა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით.