ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში პარლამენტარიზმი და დემოკრატიულ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, ეს არის „ქართული ოცნება“
ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში პარლამენტარიზმი და დემოკრატიულ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, ეს არის „ქართული ოცნება“

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „თუ ვინმე ხელს უწყობს, ქვეყანაში პარლამენტარიზმი და დემოკრატიულ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, ეს არის „ქართული ოცნება“.

როგორც ოხანაშვილმა „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიზარდა პარლამენტში ოპოზიციის როლი.

„დემოკრატია ყოველთვის არის ტესტი, რამდენად შეძლებ, ხანგრძლივად სცე პატივი სხვათა უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებენ, მათ მოლაპარაკებებისკენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან კონსტრუქციულად დასხდომისთვის ყოველთვის მოვუწოდებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.