ანრი ოხანაშვილი - ვერავითარი შედეგები ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ სისტემური დანაშაულის ჩამდენმა მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს
ანრი ოხანაშვილი - ვერავითარი შედეგები ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ სისტემური დანაშაულის ჩამდენმა მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხზე წლების მანძილზე ძალადობდა და როცა ახლა სისტემური დანაშაულის ჩამდენ პირს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, ეს აბუჩად აგდება და შეურაცხყოფაა საქართველოს ასიათასობით მოქალაქის.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოხანაშვილმა განუცხადა, ვერავითარი შედეგები ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ სისტემური დანაშაულის ჩამდენმა მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს.

„ამას მოითხოვს კანონი და სამართლიანობის პრინციპი. კანონი უნდა აღსრულდეს და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ყოველგვარი ემოციებისა და სენტიმენტების გარეშე უნდა დაიწყოს. დაუშვებელია, ადამიანმა, რომელმაც სისტემური დანაშაული ჩაიდინა და ეს დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ასეთი ადამიანი მოხსენიებული იყოს პოლიტპატიმრად, ეს შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.