ანრი ოხანაშვილი - ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია უმრავლესობაში არ განხილულა
ანრი ოხანაშვილი - ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია უმრავლესობაში არ განხილულა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ უმრავლესობაში არ განხილულა.

„მსგავსი ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. ამის შესახებ პირველად გავიგე ტელევიზიის მეშვეობით, შესაბამისად, არანაირი მსგავსი საკითხი არც განიხილება, არც განხილულა გუნდში და არც მე არ გამაჩნია ამაზე ინფორმაცია”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრება სხდომებს ზარდიაშვილი, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ზარდიაშვილმა სამსახურის გაცდენის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

„დღეს დასწრებას რაც შეეხება, პარლამენტის წევრი, როდესაც კომიტეტს თუ პლენარულ სხდომას ვერ ან არ ესწრება, არსებობს შესაბამისი საფუძველი. აღნიშნულს ატყობინებს კომიტეტს. ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ ის ვერ ესწრება საპატიო მიზეზით. რაც შეეხება შემდგომ, რა მიზეზით ვერ ესწრება და რა არის საპატიო საფუძველი, აღნიშნულის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში და ამის შემდეგ იქნება განხილული საპატიოა თუ არა მისი გაცდენა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.