ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდება
ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ევროპელი ექსპერტები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეხვდებიან. აუდიენციის მთავარი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესია. ევროპელი ექსპერტები საქართველოში სახალხო დამცველის მოწვევით იმყოფებიან და ისინი დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ეუთო-ს წარმომადგენლებს პროცესის გამჭირვალედ წარმართვისთვის საკუთარ პოზიციებსა და ხედვას გააცნობს.

„გვექნება შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, რომელებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. გავუზიარებთ ერთმანეთს პოზიციებს, ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი გამჭირვალედ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლები გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

დატოვე კომენტარი