ანრი ოხანაშვილი - უნდა ვიცოდეთ, ISFED-ის მოთხოვნა ტექნიკურ მთავრობაზე ისევ ძალაშია, თუ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება, როგორც არასამთავრობო, რომელიც დაცლილია პოლიტიკური ინტერესებისგან
ანრი ოხანაშვილი - უნდა ვიცოდეთ, ISFED-ის მოთხოვნა ტექნიკურ მთავრობაზე ისევ ძალაშია, თუ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება, როგორც არასამთავრობო, რომელიც დაცლილია პოლიტიკური ინტერესებისგან

უნდა ვიცოდეთ, ISFED-ის მოთხოვნა ტექნიკურ მთავრობაზე ისევ ძალაშია, თუ ეს ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაცლილია პოლიტიკური ინტერესებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ისფედმა უნდა თქვას, პარტიული ინტერესების გამტარებელი იქნება, თუ მზად არის კვალიფიციური საქმიანობისთვის.

„სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არავინ არავის უკრძალავს, პირიქით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას, სადაც გაერთიანებულია 200-ზე მეტი სუბიექტი, ორი ორგანიზაციის წარმოდგენა შევთავაზეთ. ISFED-ის შემთხვევაში საკითხი მარტივად დგას, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ბიულეტენების მეტობა იყო, პარალელური დათვლის შედეგები განსხვავდებოდა და რამდენიმე თვის განმავლობაში, მათი დათვლის საფუძველზე, ოპოზიცია ცდილობდა, რევოლუციური სცენარების განვითარებას. ამ ორგანიზაციის უდიდესმა შეცდომამ ოპოზიციურ ჯგუფებს საბაბი მისცა, ეფიქრათ რევოლუციურ სცენარებზე, რაც არ გამოუვიდათ. ამას გარდა, ეს ორგანიზაცია ტექნიკური მთავრობის შექმნას უჭერდა მხარს. ანუ, ფაქტები გვაქვს, რომ ორგანიზაცია შეცდა პარალელური დათვლის დროს და ასევე მხარს უჭერდა ტექნიკურ მთავრობას. დღეს, ამ ორგანიზაცაის უნდა, როგორც ობიექტური დამკვირვებელი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობდეს. უნდა ვიცოდეთ, ისინი წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი არასამთავრობოს ეგიდით და მათი ქოლგის ქვეშ, მათი მოთხოვნა ტექნიკურ მთავრობაზე ისევ ძალაშია, თუ ეს ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაცლილია პოლიტიკური ინტერესებისგან და ხელმძღვანელობს კვალიფიციური ცოდნით და კეთილსინდისიერებით. გაგვაგებინონ, რა სტატუსით სურთ მონაწილეობა – მკაფიოდ თქვან, ისინი არავითარ ტექნიკურ მთავრობას აღარ ითხოვენ და რაც გააკეთეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ჩარჩოში არ ჯდებოდა. ამაში რა ვერ გაიგეს? – პარტიული ინტერესების გამტარებელი იქნებიან თუ მზად არიან კვალიფიციური საქმიანობისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს უფლება აქვს იცოდეს, კონკრეტული სუბიექტი რა ინტერესებით მონაწილეობს შეხვედრებში.

„სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, კონკრეტული სუბიექტი მონაწილეობას იღებს, როგორც პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი, თუ პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი და ცოდნასა და კვალიფიკაციაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ ისინი იტყვიან, რომ პარტიული ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სახით უნდა დასწრება, მაშინ შეიძლება ამ მანდატით იყვნენ დაშვებული. მათ არანაირ ულტიმატუმს ვუყენებთ. ვერავინ ჩათვლის, რომ პროცესი ინკლუზიური არიან. ღიად და საჯაროდ თქვან, არიან პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, თუ არის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე და საექსპერტო არასამთავრობი ინტერესებზე დაფუძნებული ორგანიზაცია. როგორი იქნება მათი როლი? – უნდა ვიცოდეთ, ვესაუბრებით პარტიას თუ პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილ არასამთავრობო სექტორს? თავად უნდა გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ. თუ ეს ადამიანები ასეთ უმარტივეს საკითხზე კომენტარს ვერ აკეთებენ, განცდა მიჩნდება, რომ ისინი ვერ ყალიბდებიან, არიან პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ არასამთავრობო სექტორის. რატომ უჭირთ? – კვალიფიციურ სექტორს არ უნდა უჭირდეს, რომ ისინი არიან პარტიული ინტერესებისგან დაცლილი სუბიექტები არიან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.