ანრი ოხანაშვილი - უკრაინასთან პარალელის გავლება ოპონენტების ოცნებაა
ანრი ოხანაშვილი - უკრაინასთან პარალელის გავლება ოპონენტების ოცნებაა

უკრაინის შიდა პარტიული საკითხები როგორ განვითარდება, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოსთან პარალელები ივლება და ოპოზიციასაც იგივე მოლოდინი აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

„უკრაინის შიდა პარტიული საკითხები როგორ განვითარდება, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება მოვლენებთან დაკავშირებით პარალელის გავლებას, მესმის, ეს არის ოპონენტების ოცნება, თუმცა მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება გაუწბილებს იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით წარმოდგენილი, ასევე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნებში მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.