ანრი ოხანაშვილი - თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების წინააღმდეგ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს
ანრი ოხანაშვილი - თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების წინააღმდეგ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს

პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განხცხადებით, მათი მიზანია, ხალხის ნება, რაც არჩევნებზე გამოიხატა, აღსრულდეს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების წინააღმდეგ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს.

„ჩვენი მიზანია, რომ ხალხის ნება, რაც არჩევნებზე გამოიხატა, აღსრულდეს. ეს არის დემოკრატიის პრინციპი და მხოლოდ ჩვენი ნება არ არის. ეს არის სტრატეგიული პრტნიორების მიზანი და სურვილი. თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს. გამოჩნდება, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ ვინ იმოქმედებს და ვინ გადადგამს ჯანსაღ, დემოკრატიის სასარგებლო, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდების შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.