ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ აბსურდი იყო ყველა განცხადება, საპროტესტო ნოტა, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მივიღეთ
ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ აბსურდი იყო ყველა განცხადება, საპროტესტო ნოტა, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მივიღეთ

სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ აბსურდი იყო ყველა განცხადება, საპროტესტო ნოტა, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირისგან მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო. სასაცილოა, რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო. ვინმემ მოიხადა ბოდიში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იყო, მით უმეტეს, რაიმე ტიპის არაადამიანური მოპყრობის? როგორ შეიძლება, თვალში ნაცარი შეაყარო შენს ქვეყანას და ხალხს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.