ანრი ოხანაშვილი - სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის წყურვილი აქვს, ვერ მოესწრებიან
ანრი ოხანაშვილი - სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის წყურვილი აქვს, ვერ მოესწრებიან

სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს ეს სურს და ამის წყურვილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის შესახებ უქადაგებს მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ მოესწრებიან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას განცხადებაშიც, როცა მან ისაუბრა გადადგომაზე, ამაზე იყო საუბარი, რომ აღსრულების დროს საჭირო იყო შედარებით ტემპერატურის დაწევა თუ არა.

„ქართული ოცნების“ ყველა წევრი იზიარებს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და გიორგი გახარიამაც ხაზგასმით თქვა, რომ კანონის აღსრულება უპირობოა, აზრთა სხვაობა შეეხებოდა იმას, რამდენ დღეში ჯობდა ამ გადაწყვეტილების აღსრულება პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.